შინაარსზე გადასვლა

შროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შროშა

სოფელ შროშის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი შროშა
კოორდინატები 42°06′40″ ჩ. გ. 43°10′16″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 43.17111° ა. გ. / 42.11111; 43.17111
ცენტრის სიმაღლე 400
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 400[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შროშა — საქართველო
შროშა
შროშა — იმერეთის მხარე
შროშა

შროშასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.

სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. განვითარებულია მეთუნეობა. სოფელში არის მარმარილოს კარიერი, საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

სოფელში შემორჩენილია ციხის და ორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელთაგან ერთი XI-XII საუკუნეებისა, მეორე კი — XIV საუკუნის.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 400 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 327 149 178
2014[1] 400 201 199

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II