ზედა კვალითი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზედა კვალითი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ცხრაწყარო |
| კოორდინატები | 42°04′40″ ჩ. გ. 43°00′35″ ა. გ. / 42.07778° ჩ. გ. 43.00972° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
| ადრეული სახელები | კვალითი |
| ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
| მოსახლეობა | 244[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზედა კვალითი — სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხრაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).
მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში,ზღვის დონიდან 300 მ-ზე, ზესტაფონიდან 9 კმ-ში.
ზედა კვალითი ძველად ნაწილი იყო სოფელ კვალითისა, რომელიც შემდეგ დაიყო ზედა, ქვედა და შუა კვალითად. სოფელი კვალითი ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში მოიხსენიება. ზედა კვალითის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესიის ნაშთი, რომელსაც „ნასაყდარს” უწოდებენ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 244 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 435 | 199 | 236 |
| 2014[1] | 119 | 125 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 495.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 332.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| |||||||||||||