აჯამეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
აჯამეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი როდინაული
კოორდინატები 42°11′34″ ჩ. გ. 42°47′37″ ა. გ. / 42.19278° ჩ. გ. 42.79361° ა. გ. / 42.19278; 42.79361
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 103
მოსახლეობა 296[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
აჯამეთი — საქართველო
აჯამეთი
აჯამეთი — იმერეთის მხარე
აჯამეთი

აჯამეთისოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 103 მეტრი, ზესტაფონიდან 26 კილომეტრი.

სოფლის მახლობლად არის ძელქვისა და მუხის ტყის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზეა ისტორიული ძეგლი: „აჯამეთის მაცხოვარი“.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 296 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 303 153 150
2014[1] Decrease2.svg 296 152 144

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან XI საუკუნის II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით:[3]

ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„აჯამეთს არს სანადირო მეფეთა. აღვსილი დიდმცირეთა ნადირითა, საქებელი ფრიად. ზამთარ თბილი, ზაფხულს ცხელი, გაუძლები“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 152 — თბილისი, 1941

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]