ნუკრი კაპანაძე
იერსახე
| ნუკრი კაპანაძე | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 19 სექტემბერი, 1964 |
| დაბ. ადგილი | ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| საქმიანობა | მომღერალი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ნუკრი კაპანაძე (დ. 19 სექტემბერი, 1964, ზესტაფონი, საქართველოს სსრ) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2000).
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სიმღერა დაიწყო ანსამბლ „თაიგულში“. 1980 წლიდან შეუდგა სოლო კარიერას; მღერის ძირითადად ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გამოცემული აქვს ორი ალბომი: „ნუშების თოვლი„ და „არეული“. მისი ცნობილი სიმღერებია: „ნუშების თოვლი“, „არეული“, „ნუკრი ლექსითა და საკრავით“, „თეთრი ვარდები“, „წყარო“ და „საღიღნო“. 2003 წელს გადაიღეს ქართულ ფილმში „ჯერ შეიცადეთ (ოტელო ქუთაისში)“.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი, გვ. 457, თბ., 2002 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნუკრი კაპანაძე. რადიო „ფორტუნა“. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2019.