ვასილ არაბიძე
ვასილ არაბიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ვასილ არაბიძე |
დაბადების თარიღი |
21 თებერვალი, 1881 ზესტაფონი |
გარდაცვალების თარიღი |
8 აგვისტო, 1951 (70 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე არაბიძე (დ. 21 თებერვალი, 1881, ზესტაფონი — გ. 8 აგვისტო, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და მოხვდა მოსკოვში. იქ მან შეადგინა მებრძოლთა რაზმი, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის ბარიკადებზე. ამ დროს დაუახლოვდა სახელგანთქმულ რუს მომღერალს თედორე შალიაპინს.
1908 წლიდან მუშაობდა პროფესიულ თეატრში, ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. 1916 წელს ითამაშა პირველ ქართულ მხატვრულ ფილმ „ქრისტინეში“, უფრო გვიან – ფილმებში: „სურამის ციხე“ (1921), „მამის მკვლელი“ (1924), „ბელა“ (1927), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934), „დავით გურამიშვილი“ (1946) და სხვა.
ვასილ არაბიძე თავის მეუღლესთან ცაცა ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 524.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 178.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 56, თბ., 1994