ტაბაკინი
სოფელი | |||
---|---|---|---|
ტაბაკინი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | კლდეეთი | ||
კოორდინატები | 42°03′20″ ჩ. გ. 43°02′07″ ა. გ. / 42.05556° ჩ. გ. 43.03528° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 380 მ | ||
მოსახლეობა | 754[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ტაბაკინი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 754 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 925 | 475 | 450 |
2014[1] | ![]() |
395 | 359 |
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სავარაუდოდ სოფლის სახელწოდება ტაბაკინი მონასტრის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. მონასტრის მაშენებელთ ადგილობრივი მცხოვრებნი მოკლეფეხებიან მაგიდაზე — ტაბაკზე დალაგებული პურ-მარილით უმასპინძლდებოდნენ. „ტაბაკი მოაქვთ“ - დაიძახებდნენ ხოლმე მშენებლები და ამ წამოძახილმა ძირძველ სოფელს სახელად ტაბაკინი შეარქვა.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომლექსი, რომელშიც შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 633.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|