ზოვრეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზოვრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°11′31″ ჩ. გ. 43°03′10″ ა. გ. / 42.19194° ჩ. გ. 43.05278° ა. გ. / 42.19194; 43.05278
პირველი ხსენება XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 1513[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზოვრეთი — საქართველო
ზოვრეთი
ზოვრეთი — იმერეთის მხარე
ზოვრეთი

ზოვრეთისოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 513 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2 097 1 034 1 063
2014[1] Decrease2.svg 1 513 729 784

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ქვედა საზანო, რომელიც გამოყოფილია მდინარე ძუსით, დასავლეთით ესაზღვრება სოფლები:ღვანკითი და რუფოთი. ჩრდილოეთით სოფელი ქვედა ალისუბანი, ხოლო სამხრეთით სოფლები: ჭალატყე და ქვედა საქარა. სოფელში გავრცელებული გვარებია:მაჩიტიძე, შავგულიძე, კვეტენაძე, ალავიძე, ვერულაშვილი, ღვინჯილია, გვალია, იმნაძე, ჩუბინიძე, კალატოზი,ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, რობაქიძე, დეკანოიძე, მაცაბერიძე, ბეღელაძე, ბოგვერაძე, ნებიერიძე, კაპანაძე, ცერცვაძე, აბჟანდაძე, ჭაბუკიანი, გურგენიძე, შაქარიშვილი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლებით: კერძოდ, აღსანიშნავია ე.წ. მაცაბერიძეების ციხე, რომელიც პატარა ზომისაა, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანი ისტორიული ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ციხის ნანგრევებიდან მოჩანს მეზობელ სოფელში, ქვედა საზანოში, არსებული ანალოგიური ზომის ციხე. სავარაუდოდ, ომიანობის დროს, სწორედ ამ ციხეებში ანთებული ცეცხლით აცნობებდნენ ერთმანეთს მოსალოდნელ საფრთხეს. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომელიც აშენებული XVIII საუკუნეში. სოფლის ცენტრში, სადაც განლაგებულია სოფლის სკოლა და კულტურული ცენტრი 2007 წლიდან შენდება ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

სოფელ ზოვრეთისა და ჭალატყის საზღვარზე მდებარეობს XII საუკუნეში აშენებული ხიდი, რომელიც ცნობილია "თამარის ხიდის" სახელით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]