შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიმშილაქედი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
შიმშილაქედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა საზანო
კოორდინატები 42°12′02″ ჩ. გ. 43°03′01″ ა. გ. / 42.20056° ჩ. გ. 43.05028° ა. გ. / 42.20056; 43.05028
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 439[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)

შიმშილაქედისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემი). მდებარეობს მდინარე ძუსისა და ხმორდოლის (ჩოლაბურის აუზი) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 300 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 378 186 192
2014[1] Increase2.svg 439 225 214

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა. შიმშილაქედის ტერიტორიაზე დიდი წყალდიდობა დაწყებულა. მდინარე ხმორდოლას კალაპოტი გადაულახავს და მთელი ტერიტორია დაუტბორავს. წყალდიდობა დიდხანს გაგრძელებულა. მდინარის მარჯვენა ნაპირის მოსახლეობა მოუწყვეტია მარცხენა მხარისათვის. ხალხი შიმშილისაგან აუტანელ დღეში ჩავარდნილა, ძუძუთა ბავშვების დიდი ნაწილი დაღუპულა. როდესაც წვიმა შეჩერებულა, წყალს დაუკლია. მაგრამ გაღმა-გამოღმა კავშირი მაინც ვერ აღუდგენიათ. ამ დროს მდინარის მარცხენა მხარის სოფელში სტუმრად ყოფილა მარჯვენა ნაპირის მცხოვრები ხუხუტა. როცა ხუხუტა აზვირთებულ მდინარის ნაპირს მიდგომია, მაშინვე ოჯახის ამბავი მოუკითხავს. მდინარის მეორე ნაპირიდან მეზობლებს დაუძახიათ "შიმშილი არის აქეთო". ამ ამბის შემდეგ ამ ადგილს შიმშილაქედი შეურქმევიათ და დღესაც ამ სახელითაა ცნობილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა საზანო და შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შიმშილაქედის ციხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II