შინაარსზე გადასვლა

ზედა წევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა წევა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ძირულა
კოორდინატები 42°06′09″ ჩ. გ. 43°08′21″ ა. გ. / 42.10250° ჩ. გ. 43.13917° ა. გ. / 42.10250; 43.13917
ცენტრის სიმაღლე 580 მ
მოსახლეობა 44[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა წევა — საქართველო
ზედა წევა
ზედა წევა — იმერეთის მხარე
ზედა წევა

ზედა წევა — სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ძირულის ხეობაში, ზღვის დონიდან 580 მ-ზე, ზესტაფონიდან 14 კმ-ში. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა. ზედა წევაში დგას შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია. სოფელში ყოველ 28 ივლისს აღნიშნავენ კვირიკობას.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1326468
2014[1] 442321

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივები ეკლესიის აშენებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ეკლესია 1863 წელს გადაუკეთებიათ.

ეკლესია აშენებულია თლილი ქვისა და კირისაგან, არის ბაზილიკის ტიპის. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა. ეკლესიის აბსიდის მარცხენა ნახევარზე იატაკიდან 13 მეტრის სიმაღლეზე ქვიშაქვის კვადრზე შემორჩენილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა უმრავლესობა სტილიზებულია. საკურთხეველს და ნაწილობრივ შუა ეკლესიას შემორჩენილი აქვს ფრესკები. საკურთხევლის პილიასტრზე და მის კამარაზე დახატულია ნაწილობრივ დაზიანებული წმინდანები.

  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II