გურამ ნიშნიანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ დავითის ძე ნიშნიანიძე (დ. 8 ივლისი, 1939, ზესტაფონი) — ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

დაიბადა 1939 წლის 8 ივლისს. ზესტაფონში. 1959 წელს მიიწვია უშანგი სალდაძემ ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც უკვე სსკ–ს „ბ“ კლასში გამოდიოდა. რიონისპირელთა კაპიტანი განსაკუთრებით 1961 წელს იხსენებს, როდესაც „ტორპედომ“ პირველად მოიპოვა საკავშირო უმაღლესი ლიგის საგზური. 1964 წელს თბილისის დინამო ჩემპიონი გახდა. მის უპირველეს მეტოქეს მოსკოვის „ტორპედოს“ შინ მოუგეს ქუთაისის „ტორპედოელებმა“. იმ წელს ისინი გათამაშებაში მოხვდნენ და სძლიეს გორკის „დინამოს“. ფეხბურთელის კარიერა გურამ ნიშნიანიძემ ექიმების რეკომენდაციით 26 წლისას დაამთავრა. მწვრთნელობა ორჯერ სცადა და ორივეჯერ ვსევოლდ ბლინკოვთან ერთად, რომელიც ქუთაისი „ტორპედოს“ 60–იან წლების ბოლოს ედგა სათავეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]