ზედა კლდეეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზედა კლდეეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი კლდეეთი
კოორდინატები 42°04′00″ ჩ. გ. 43°02′17″ ა. გ. / 42.06667° ჩ. გ. 43.03806° ა. გ. / 42.06667; 43.03806
ცენტრის სიმაღლე 350
მოსახლეობა 499[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა კლდეეთი — საქართველო
ზედა კლდეეთი
ზედა კლდეეთი — იმერეთის მხარე
ზედა კლდეეთი

ზედა კლდეეთისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, თვრინი, კინოთი, მწყერისციხე, ტაბაკინი, ქვედა კლდეეთი).

მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 521 248 273
2014[1] Decrease2.svg 499 251 248

სამაროვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კლდეეთის სამაროვანი.

სოფელში აღმოჩენილია II საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი. სამაროვანი აღმოჩნდა და გაითხარა 1941-1942 წლებში. სამარხებში აღმოჩნდა მდიდრული მასალა: ჭურჭელი, იარაღი, მონეტები, ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაული. აღსანიშნავი ოქროს აგრაფი, რომელიც ჩასხმულია სარდიონის გემა — ჩაბალახისებური თავსაბურიანი მამაკაცის პორტრეტი. ფიქრობენ, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავიც. სამაროვანში აღმოჩენილი ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომული სტილის ოქროს ნივთები კი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. კლდეეთში დაკრძალული ჩანან ანტიკური ხანის იბერიის წარჩინებულთა წრის წარმომადგენლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 495, თბ., 1979 წელი.
  • ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა, თბილისი, 1957;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II