ზედა საქარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზედა საქარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა საქარა
კოორდინატები 42°08′33″ ჩ. გ. 43°03′59″ ა. გ. / 42.14250° ჩ. გ. 43.06639° ა. გ. / 42.14250; 43.06639
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 2099[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა საქარა — საქართველო
ზედა საქარა
ზედა საქარა — იმერეთის მხარე
ზედა საქარა

ზედა საქარასოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი, ზესტაფონი-ჭიათურის საავტომობილო გზაზე. სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 099 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2 858 1 390 1 468
2014[1] Decrease2.svg 2 099 1 008 1 091

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ზედა საქარის ეკლესია.

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „გულბანდიანის კონწოლია“, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავაძეების უბანში, აშენებული IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან — წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.

ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ „უდაბნო“. ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ. ურიების ღელემდე. ზედა საქარაში ასევე დგას VIII საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ფუტკარაძეების უბანი), XI საუკუნის წმინდა გიორგის, XVI-XVII საუკუნეების მაცხოვრის სახელობის და XIX საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]