ქვედა საქარა
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვედა საქარა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ქვედა საქარა |
| კოორდინატები | 42°07′32″ ჩ. გ. 43°01′52″ ა. გ. / 42.12556° ჩ. გ. 43.03111° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1989[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვედა საქარა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არგვეთა, ჭალატყე). მდებარეობს მდინარე ყვირილისა და ჩოლაბურის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი.
სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელთან იწყება აჯამეთის სარწყავი არხი, რომელიც სოფელ ახალი სვირის გავლით სოფელ ვარციხისკენ მიემართება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1989 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 2941 | 1387 | 1554 |
| 2014[1] | 944 | 945 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი წმინდა სამების სახელობისა.
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადა ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 510.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| |||||||||||||