ჭალატყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჭალატყე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა საქარა
კოორდინატები 42°08′56″ ჩ. გ. 43°02′16″ ა. გ. / 42.14889° ჩ. გ. 43.03778° ა. გ. / 42.14889; 43.03778
დაარსდა ფეოდალური ხანა
პირველი ხსენება 1646
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 676[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭალატყე — საქართველო
ჭალატყე
ჭალატყე — იმერეთის მხარე
ჭალატყე

ჭალატყესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემი). მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯას შესართავთან (წარმოქმნიან მდინარე ჩოლაბურს), ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 676 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 541 275 266
2014[1] Increase2.svg 676 336 340

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭალატყე შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. ლეგენდა ამ ქალაქს "ბალისტომს" უწოდებს. ქალაქი მოიცავდა ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, ქვედა საზანო, შიმშილაქედი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზედა საზანო და შიმშილაქედი. ის იწყებოდა თამარის ხიდიდან და აღწევდა ნაქალაქარ ჩიხორამდე.

აქ გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი გზა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას. წყაროებში პირველად იხსენიება 1646 წელს, როდესაც იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა დაარბია. 1703 წ. ოსმალებმა ააფეთქეს ჭალატყის სამი თავდაცვითი ნაგებობა — კოშკები, ააოხრეს ჯვარცმის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში განაახლა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა. XVIII საუკუნეში ჭალატყე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად რჩებოდა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია მდ. ჩოლაბურზე გადებული განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. "თამარის ხიდი". ადგილობრივი მოსახლეობა მას "ქვითკირის ხიდსაც" უწოდებს. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას თამარ მეფეს გაუვლია თავისი ამალით. მდინარეზე გადასასცლელი ხიდი არ ყოფილა. მეფეს უბრძანებია ხიდის აშენება. მშენებლობისას გამოიყენეს მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი. ხიდის შუა წელი ამაღლებულია.

სოფელში მდ. ჩოლაბურის პირას მდებარეობს შუა საუკუნეების ჯვარცმის დარბაზული ეკლესია.

სოფლის ზედა უბანში შემაღლებულ ბორცვზე დგას ადრე შუა საუკუნეების მცირე დარბაზული ტაძარი - ხალხური სახელწოდებით „საკვირაო“, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის თაოსნობით აღდგა და ეკურთხა კვირაცხოვლის სახელზე.

სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ჭალატყის კოშკი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, მახლობლად მოსახლე გვარის მიხედვით, „ბეჟუაშვილების კოშკად“ მოიხსენიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II