ამბიონი — კანკელის წინ ამაღლებული ადგილის ის ნაწილი, რომელიც სამეუფო კარის პირდაპირ მდებარეობს, რომელსაც როგორც წესი ნახევრად წრიული ფორმა აქვს და ტაძრის შუაგულისკენაა გამოწეული, რომლიდანაც დიაკონისახარებას კითხულობს და მღვდელი ქადაგებას წარმოთქვამს. ამბიონზე ასვლა მხოლოდ მღვდელმსახურებისთვისაა ნებადართული, გამონაკლის შემთხვევებში (ჯვრისწერისას) მასზე დგომა მანდილოსანსაც შეუძლია.