მაიაბეკეს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი |
| მოსახლეობა (2010) | 381 446 კაცი |
| სიმჭიდროვე | 102,2 კაცი/კმ² |
| ფართობი | 3 732,73 კმ² |
| სატელეფონო კოდი | +53-47 |
| Mayabeque Province | |
მაიაბეკეს პროვინცია (ესპ. Provincia de Mayabeque) — კუბის ერთ-ერთი ახალი პროვინცია, რომელიც 2010 წლის 1 აგვისტოს, კუბის ეროვნული ასამბლეის დადგენილებით შეიქმნა ლა-ჰაბანის პროვინციისგან გამოყოფის შედეგად.[1] [2] მაიაბეკე აღმოსავლეთ ლა-ჰაბანის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს, დედაქალაქია სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი. პროვინციამ სახელი მდინარე მაიაბეკესა და სამხრეთ სანაპიროზე არსებული პლაჟისგან მიიღო, სადაც სავარაუდოდ 1514 წელს დაარსდა ჰავანის თავდაპირველი დასახლება.[3]
მაიაბეკე კუბის ყველაზე პატარა პროვინციაა, როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მხრივ. ახალმა პროვინციამ არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
პროვინციის ეკონომიკა მიწათმოქმედებასა და შინაური საქონლის მოშენებას (მერძევეობის მიზნით) ემყარება. ასევე გააჩნია შესაბამისი ინდუსტრიული სექტორი, ძირითდად სან-ხოსე-დე-ლას-ლახასსა და სანტა-კრუს-დელ-ნორტეში. აწარმოებენ სამშენებლო მასალებს, ელექტრო-კაბელებს, რეზინს, მინას და კერამიკას, საკვებს, ქაღალდს, შაქარს, ფარმაცევტულ პროდუქტებს, თევზის პროდუქტებს და ა. შ. მნიშვნელოვანია სამეცნიერო ინსტიტუციები, ასევე არსებობს აგრარული უნივერსიტეტი.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
| მუნიციპალიტეტი | კმ² | მოსახლეობა | ად./კმ² |
|---|---|---|---|
| ბეხუკალი | 116,36 | 26 966 | 231,7 |
| სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი | 592,67 | 74 186 | 125,2 |
| ხარუკო | 275,9 | 25 135 | 91,1 |
| სანტა-კრუს-დელ-ნორტე | 379,38 | 34 216 | 90,2 |
| მადრუგა | 459,58 | 29 805 | 64,9 |
| ნუევა-პასი | 522,8 | 25 471 | 48,7 |
| სან-ნიკოლას-დე-ბარი | 228,86 | 20 695 | 90,4 |
| გუინესი | 433,09 | 67 919 | 156,8 |
| მელენა-დელ-სური | 233,56 | 20 646 | 88,4 |
| ბატაბანო | 263,43 | 26 944 | 102,3 |
| კივიკანი | 227,1 | 29 463 | 129,7 |
| სულ | 3 732,73 | 381 446 | 102,2 |
წყარო: Oficina Nacional de Estadísticas e Instituto de Planificación Física/2010 [4]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||