ჰარბორ-აილენდი (ბაჰამის კუნძულები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიონის მდებარეობა

ჰარბორ-აილენდი (ინგლ. Harbour Island) — ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი კუნძული და ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს კუნძულ ელიუთერის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. კუნძულის ერთადერთი ქალაქია დანმორ-ტაუნი, რომელსაც სახელი ეწოდა 1786-1798 წლებში ბაჰამის კუნძულების გუბერნატორისა და დანმორის მე-4 გრაფის ჯონ მიურეის პატივსაცემად; მას ჰარბორ-აილენდზე საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა.

ჰარბორ-აილენდი ცნობილია ვარდისფერ ქვიშიანი პლაჟებით, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზეა წარმოდგენილი. კუნძული პოპულარული დასასვენებელი ადგილია ამერიკელებისათვის. ფერად-ფერადია კუნძულის არქიტექტურა, რომელიც ახალი ინგლისის სტილშია გადაწყვეტილი.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "The Harbour Island Story" Anne & Jim Lawlor (Macmillan Caribbean, 2008) ISBN 978-0-333-97051-5
  • Paul Albury: The Story of The Bahamas (Macmillan Caribbean, London, 1975) ISBN 0-333-17132-2
  • "Out Island Doctor", Evan Cottman;
  • "Under The plop o lop Tree," Pip Simmons, editor; 'Uncle Gundy' narrator, Barbra Young Photographs;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]