სანტიაგო-დე-კუბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სანტიაგო-დე-კუბა
Santiago de Cuba
Catedral Nuestra Senora de la Asuncion.jpg
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია სანტიაგო-დე-კუბა
კოორდინატები 20°01′11″ ჩ. გ. 75°48′50″ დ. გ. / 20.019833° ჩ. გ. 75.813917° დ. გ. / 20.019833; -75.813917
ფართობი 1,023.8 კმ²
სიმაღლე 82
მოსახლეობა 472,255 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 461.3 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-4

სანტიაგო-დე-კუბა მდებარეობა კუბა

Red pog.svg

სანტიაგო-დე-კუბა (ესპ. Santiago de Cuba) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს 870 კმ-ში. მუნიციპალიტეტის ფართობია 1,023,8 კმ².[1] ისტორიულად სანტიაგო-დე-კუბა დიდი ხანია რაც მნიშვნელობით ქვეყნის მეორე ქალაქია. წარმოადგენს კუბის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრსა და საპორტო ქალაქს. 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 494,337 ადამიანი.[2]

ქალაქი დაარსდა 1514 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკეს-დე-კუელიარის მიერ. 1516 წელს დასახლება ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა ქალაქი მალევე აღადგინეს. პირველი კათედრალი აშენდა 1528 წელს. 1522-1589 წწ. იყო კუბაში შექმნილი ესპანური კოლონიის დედაქალაქი. 1553 წელს ქალაქი გაძარცვეს ფრანგმა, ხოლო 1662 წელს კრისტოფერ მინგსის მეთაურობით ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქში ჩამოსახლდნენ ფრანგი იმიგრანტები. ქალაქის პირველი მერი იყო მოგზაური ერნან კორტესი.

სანტიაგო-დე-კუბა იყო ესპანეთ-ამერიკის ომის ცენტრი. 1953 წლის 26 ივლისს ფიდელ კასტრო რევოლუციონერ ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ქალაქში არსებულ სამხედრო ყაზარმას. 1959 წლის 1 იანვარს ფიდელ კასტრომ აქ აღნიშნა კუბის რევოლუციის გამარჯვება.

ქალაქი განთქმულია თავისი კულტურით. არაერთი ცნობილი კუბელი მუსიკოსი და კომპოზიტორი დაბადებულია სწორედ სანტიაგო-დე-კუბაში. ცნობილია ასევე თავისი ტრადიციული ცეკვებით და კარნავალებით. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება აფრო-კუბურ რელიგიურ რწმენას, ე.წ. სანტერიას. არის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაროკოსა და ნეოკლასიკურ სტილს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტყიანი პარკები, ციცაბო ქუჩები და ა.შ. ადგილობრივი ციტადელი სახელწოდებით სან-პედრო-დე-ლა-როკა შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბაკონაოს ბიოსფერული ნაკრძალი (ფართობი 848,57 კმ²).[3]

სანტიაგო-დე-კუბა მდებარეობს სიერა-მაესტრას მთისწინეთში, კლიმატი თბილი და ნოტიოა. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სპილენძის, რკინის, მანგანუმის, შაქრისა და ხილის წარმოების ცენტრი. გააქვთ შაქარი, თამბაქო, ყავა. ქალაქში არის უნივერსიტეტი (დაარსდა 1947), სამედიცინო სკოლა, სტადიონი, კათედრალი და რამდენიმე მუზეუმი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Santiago.cu. (2006)Municipalities of Santiago de Cuba. წაკითხვის თარიღი: October 5, 2007. (ესპანური)
  2. Cuba demographics
  3. World Heritage Site