ჰავანის უბე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰავანის უბე, სატელიტური ფოტო

ჰავანის უბე (ჰავანის ნავსადგური) — გემების სადგომი კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. გუანტანამოს უბის შემდეგ (რომელიც საიჯაროა აშშ-ის მიერ) წარმოადგენს კუბის ყველაზე მნიშვნელოვან პორტს. გემების უმრავლესობა, რომლებიც კუნძულისკენ მიემართება საპორტო ადგილს სწორედ ჰავანის ნავსადგურთან პოულობენ. ჰავანის ნავსადგური შეიქმნა ჰავანის უბის ხარჯზე, რომელიც იყოფა სამ ძირითად ნავსადგურად: მარიმელენა, გუანაბაკოა და ატარესი. უბეს გააჩნია მეტად ვიწრო შესასვლელი, რომელიც შემდეგ რამდენადმე ფართოვდება. XVI საუკუნეში უბე გამაგრებული იყო ესპანელების მიერ. 1762 წელს აქ გაიმართა ჰავანის ბრძოლა. 1898 წელს ჰავანის უბეში ავარია განიცადა ამერიკულმა სამხედრო გემმა.[1]

1960 წლის 4 მარტს უბეში კატასტროფა დაფიქსირდა, კერძოდ აფეთქდა 76 ტონიანი სამხედრო აღჭურვილობის ფრანგული გადამზიდი გემი, რის შედეგად დაიღუპა 100-მდე ადამიანი.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Spanish-American War, "Effects of the Press on Spanish-American Relations in 1898"
  2. Aleksandr Fursenko and Timothy J. Naftali. One Hell of a Gamble: Khrushchev, Castro, and Kennedy, 1958-1964, New York: 1998, W.W. Norton & Company, Inc., p. 40.