პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუნიციპალიტეტი
პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი
Plaza de la Revolución
მოედანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედი ხოსე მარტის მემორიალიდან
მოედანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედი ხოსე მარტის მემორიალიდან
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია სიუდად-დე-ლა-ჰაბანა
კოორდინატები 23°07′28″ ჩ. გ. 82°23′10″ დ. გ. / 23.12444° ჩ. გ. 82.38611° დ. გ. / 23.12444; -82.38611
ფართობი 12 კმ²
სიმაღლე 30
მოსახლეობა 161 631 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 13 469,3 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-7

პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი მდებარეობა კუბა

Red pog.svg

პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი (ესპ. Plaza de la Revolución) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი და მოედანი.

მუნიციპალიტეტი გადაჭიმულია მოედნიდან დაბლა, ზღვამდე. ასევე მოიცავს ვედადოს რაიონს.

მოედანი[რედაქტირება]

ხოსე მარტის მემორიალი

მოედანი მსოფლიოს ქალაქების მოედნებს შორის სიდიდით 31-ე ადგილზეა და 72000 მ² ფართობს იკავებს.

ამ მოედანზე გამართულა მრავალი პოლიტიკური აქცია, აქედან მიმართავდნენ ხალხს ფიდელ კასტრო და სხვა პოლიტიკური ლიდერები. მმართველობის დროს, მნიშვნელოვან შემთხვევებში, კასტრო მოედნიდან მილიონობით ადამიანს მიმართავდა, ტრადიციად იყო მიმართვა ყოველი წლის 26 ივლისს.

მოედანის მთავარი ნაგებობაა ხოსე მარტის მემორიალი, რომელიც 109 სიმაღლის კოშკსა და 18 მ სიმნაღლის სტატუეტს წარმოადგენს. მოედნის გარშემო განლაგებულია ეროვნული ბიბლიოთეკა, მრავალი სამინისტრო და სხვა შენობები. მონუმენტის უკან მდებარეობს ყოფილი მმართველი ფიდელ კასტროს ოფისი, რომელიც მკაცრად დაცულია. მემორიალის მოპირდაპირე მხარეს, გაკრულია ჩე გევარას ცნობილი სურათი სლოგანით: "Hasta la Victoria Siempre" (ყოველთვის გამარჯვებისკენ).

მოედნისა და ხოსე მარტის მემორიალის მშენებლობა ფულხენსიო ბატისტას მმართველობის დროს დაიწყო და 1959 წელს დასრულად (ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლის წელს). თავდაპირველად მას პლასა-სივიკა (Plaza Cívica — სამოქალაქო მოედანი) ერქვა, კუბის რევოლუციის (1959) შემდეგ კი პლასა-დე-ლა-რევოლუსიონ (რევოლუციის მოედანი) ეწოდა.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 161 631 ადამიანს შეადგენდა.[1] 12 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 13 469,3 ადამიანი კმ²-ზე.[2]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.