ორანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ორანი
وهران
Oran facade maritime.JPG
გერბი
გერბი
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
პროვინცია ორანი
კოორდინატები 35°41′49″ ჩ. გ. 0°37′59″ ა. გ. / 35.69694° ჩ. გ. 0.63306° ა. გ. / 35.69694; 0.63306
ფართობი 56,87 კმ²
მოსახლეობა 1,283,250 კაცი (2009)
დროის სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 31000

DZ-3101.svg

Red pog.svg

ორანი (არაბული: وهران,) არის ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში, ეს დასახლება წარმოადგენს ალჟირშის მეორე უდიდეს ქალაქს.

ფრანგული მმარეთველობის დროს ორანი იყო პრეფექტურა, ორანის დეპარტამენტში. ამჟამად ეს დასახლება წარმოადგენს ორანის პროვინციის (ვილაიეთი) ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ დაახლოებით ცხოვრობს 1,283,250 კაცი (2006), ხოლო რაც შეეხება ქალაქის აგლომერაციას, აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს და მას დედაქალაქ ალჟირის შედეგ ქვეყანაში მეორე ადგილი უკავია.[1] ორანი არის საპორტო ქალაქი, 1960 წლის შემდეგ ეს ქალაქი დასავლეთ ალჟირის უმნიშვნელოვანესი კომერციული, ინდუსტრიული და საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ორანიდან 432 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ალჟირი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება]

ორანი მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. საშუალო წლიური ტემპერატურა 17,7 გრადუს აღწევს, წლიური ნალექების რაოდენობა კი 388 მილიმეტრია.

ყველაზე თბილი თვეები არის ივლისი და აგვისტო, რომლის საშუალო ტეპმპერატურა 24.2 - 24.8 გრადუს აღწევს, ზამთრის ყველაზე ცივი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, საშუალო ტემპერატურა 11.7 - 12.4 °C.

ქალაქში ყველაზე მეტი ნალექი ოქტომბერსა და აპრილში მოდის.

ისტორია[რედაქტირება]

ორანი დაარსდა 903 წელს, მას დაარსებიდანვე სავაჭრო მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრებოდა. 1509 წელს ეს ადგილები შევიდა ესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ესპანთა მმართველობა აქ 1708 წლამდე გაგრძელდა, ამ წელს ოსმალებმა შეძლეს ჩრდილოეთი ალჟირის დაპყრობა. ესპანეთმა 1732 წელს მოახერხა, ამ ქალაქის უკან დაბრუნება. თუმცა უკვე ორანის სავაჭრო ფუნქციები დაკარგული ჰქონდა, სწორედ ამიტომ 1792 წელს, ესპანეთის მეფე კარლოს IV-მ ეს ქალაქი ოსმალებს მიჰყიდა. ოსმალთა მმართველობა აქ 1831 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდიდან ქალაქში იწყება ფრანგული პერიოდი.

საფრანგეთის მმართველობის დროს, ორანი გახდა ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე, ბრიტანულმა ფლოტმა მოახდინა გერმანიის მხარეს მყოფი ვიშის საფრანგეთის გემების ჩაძირვა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განხორციელდა.

ორანს მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრა ალჟირის დამოუკიდებლობის ომში.

ორანი დღეს[რედაქტირება]

დღეს ორანში არის, ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური. ამ ქალაქს ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესი დანიშნულება აქვს, აქ მდებარეობს ალჟირის სიდიდით მეორე უნივერსიტეტი[2].

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. About Oran—from the city's website.
  2. Карточка университета в европейском каталоге
  3. Sister Cities Home Page. eThekwini Online: The Official Site of the City of Durban

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორანი&oldid=2433425“-დან