ჰავანის უნივერსიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰავანის უნივერსიტეტი
ჰავანის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1728
ტიპი საჯარო
მდებარეობა ჰავანა, კუბა
ვებგვერდი www.uh.cu/

ჰავანის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de La Habana) — სახელმწიფო უნივერსიტეტი კუბაში, ქალაქ ჰავანაში. დაარსდა 1728 წელს როგორც კათოლიკური უნივერსიტეტი. წარმოადგენს კუბის უძველეს უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია 15 ფაკულტეტი, სადაც 60 ათასი სტუდენტი სწავლობს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ეწოდებოდა რეალ-ი-პონტიფიკია-უნივერსიდად-დე-სან-იერონიმო-დე-ლა-ჰაბანა, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც წმინდა იერონიმის სამეფო და საპაპო უნივერსიტეტი. იგი გაიხსნა ფილიპე V-ისა და ინოკენტი XIII-ის განკარგულებით. 1842 წელს უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი და მოსწავლე სტუდენტებისთვის დაწესდა საერო განათლება. რამდენჯერმე გადაკეთდა, პირველად შეიქმნა ძველ ჰავანაში, სახელწოდებით სან-ხუან-დე-ლეტრანი, ხელმეორედ გადაკეთდა 1902 წლის 1 მაისს და იგი გადაიტანეს ჰავანის რაიონ ვედადოში. შენობის ინტერიერი მორთულია არამანდო მენოკალის მიერ, სადაც 7 ფრესკაზე სიმბოლურად არის გამოსახული მედიცინის, ხელოვნების, აზროვნების, ლიტერატურის, სამართლისა და სხვ. დარგები.

უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან არის ალმა-მატერის ბრონზის სტატუა, რომელიც შექმნა მარიო კორბელმა 1919 წელს.

ჰავანის უნივერსიტეტში არის 15 ფაკულტეტი და 14 სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ეკონომიკის, ბუნებისმეტყველების, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.

ცნობილი სტუდენტები [რედაქტირება]

ჰავანის უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ:

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]