ალმენდარესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
ფლორიდის სრუტე და ალმენდარესის შესართავი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 47 კმ |
| ჩაედინება | ფლორიდის სრუტე |
| ქვეყნები | |
ალმენდარესი (ესპ. Almendares) — მდინარე კუბის დასავლეთ ნაწილში. სიგრძე 47 კმ.[1] აქვს ჩრდილო-დასავლური მიმართულება. ერთვის ფლორიდის სრუტეს, ქალაქ ჰავანის სიახლოვეს. მდინარის წყალი გამოიყენება ქალაქ ჰავანის წყალმომარაგებისათვის. ნაპირებზე გაშენებულია ჰავანის საქალაქო პარკი, ანუ ალმენდარესი. აქვეა ლუდსახარში, ქაღალდის ქარხანა, სამშენებლო საწარმოეობი და სხვ. ამჟამად მდინარე ძლიერ არის დაბინძურებული.[2] დაგეგმილია წმენდითი სამუშაოების ჩატარება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მდინარე ალმენდარესი — Britannica Online Encyclopedia
- ↑ Assessment of heavy metal levels in Almendares River sediments—Havana City, Cuba, Water Research, Volume 39, Issue 16, October 2005, Pages 3945-3953