მალეკონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მალეკონი (ესპ. Malecón) — სანაპირო გამზირი კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. გადაჭიმულია 8 კილომეტრზე ჰავანის პორტის ბოლოდან ისტორიულ რაიონ ვედადომდე. მალეკონის მშენებლობა დაიწყო 1901 წელს. მშენებლობაში გამოიყოფა სამი ეტაპი:
- 1901-1902 წლები — პასეო-დელ-პრადო/კალე-კრესპო;
- 1902-1921 წლები — Maine-ს მონუმენტამდე;
- 1948-1952 წლები — მდინარე ალმენდარესის შესართავამდე.
მალეკონის გასწვრივ არაერთი ძეგლია, მათ შორის აღსანიშნავია მაქსიმო-გომესის, ანტონიო მასეოსა და კალისტო გარსიას ძეგლები. შენობა-ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია: კასტილიო-დე-ლა-რეალ-ფუერსას ციხესიმაგრე, სან-სალვადორ-დე-ლა-პუნტა-ფორტრესი და სხვ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მალეკონი (ესპანური)
- მალეკონი — ფოტოგალერეა