ენდი გარსია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდი გარსია
Andy García
Andy Garcia at the 2009 Deauville American Film Festival-01A.jpg
დაბადების სახელი ანდრე არტურო გარსია მენენდესი
დაბადების ადგილი ჰავანა, კუბა
დაიბადა 12 აპრილი 1956
საქმიანობა მსახიობი
შემოქმედების წლები 1978–დღემდე
მეუღლე(ები) მარივი ლორიდო გარსია (1982–დღემდე)

ენდი გარსია (ესპ. Andrés Arturo García Menéndez; დ. 12 აპრილი 1956, ბეხუკალიკუბა) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. პრემია ALMA-ს ნომინანტი (2007 წ.) საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ფილმისთვის „დაკარგული ქალაქი“.

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ენდი გარსია დაიბადა 1956 წლის 12 აპრილს ქალაქ ჰავანაში (კუბა). როდესაც მას 5 წელი შეუსრულდა მისი ოჯახი ქვეყანაში დატრიალებული რევოლუციის გამო იძულებული გახდა ემიგრირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. დედამისი ამელი მენენდესი ოყო ინგლისური ენის მასწავლებელი, ხოლო მამამისი რენე გარსია ფერმერი, რომელიც ავოკადოზე მუშაობდა. მოგვიანებით მან აშშ-ში გახსნა სხვადასხვა არომატების ბიზნესი.[1][2] ბავშვობიდანვე კალათბურთელობაზე ოცნებობდა. ენდი გარსიამ დაამთავრა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი.[3] 1978 წელს გარსია საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში გადადის, გამოიდიოდა დამოუკიდებელ თეატრალურ ჯგუფებში. შემდეგ დროდარდო ღებულობდა მცირე როლებს ტელევიზიაშიც. 1980-იანი წწ. დასაწყისში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტელესერიალში.

მისი კინოკარიერა სწორედ 1980-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „რვა მილიონი ხერხი თუ როგორ უნდა მოკვდე“, „შეუხებელნი“, „შავი წვიმა“. 80-იან წწ. ენდი გარსიას უმთავრესად სერიოზულ როლებში უწევდა გამოსვლა. წარმატებით გაგრძელდა მისი კინოკარიერა 1990-იან წლებშიც. 1990 წელს მიიღო როლი კინოში „ნათლიმამა III“, ხოლო 1995 წელს „რით დაკავდეს მკვდარი დენვერში“.

ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა ფილმში „მოდილიანი“, სადაც იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის სახე განასახიერა. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისი როლები ფილმებში: „ამნეზია“, „ჰაერი ,რომლითაც ვსუნთქავ“ და სხვ.

ამპლუა: დრამა, კრიმინალი, თრილერი.

საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]

  • სრული სახელი და გვარია – ანდრე არტურო გარსია მენენდესი;
  • ენდი გარსია სიმაღლეში 1.78 სმ-ია.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Blau, Eleanor. “New Face; A Fervor For Film Pays Off: Andy Garcia“, The New York Times, July 24, 1987. წაკითხვის თარიღი: April 25, 2010. 
  2. Andy Garcia Biography (2010-). Filmreference.com (1956-04-12). წაკითხვის თარიღი: 2011-07-07.
  3. Andy Garcia - Biography. Net Glimpse. წაკითხვის თარიღი: 2010-12-19.