მარიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მარიელი
Mariel
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 23°00′ ჩ. გ. 82°45′ დ. გ. / 23.000° ჩ. გ. 82.750° დ. გ. / 23.000; -82.750
ფართობი 269 კმ²
სიმაღლე 5
მოსახლეობა 42.504 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 158,0 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5

მარიელი მდებარეობა კუბა

Red pog.svg

მარიელი (Mariel) — მუნიციპალიტეტი და ქალაქი კუბაში, არტემისის პროვინციაში, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში. მოქცეულია მარიელის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ყურის აღმოსავლეთ ნაწილში არის პორტი ასევე ცემენტის ქარხნები და ელექტროსადგურები, რაც იწვევს გარემომცველი ტერიტორიების ძლიერ დაბინძურებას. ყურის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო წყალქვეშა ნავების ბაზა, რომელიც შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის ზონად გადაიქცა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მარიელის პორტი უახლოესი ნავსადგურია.

1980 წელს მარიელიდან 125.000 კუბელი გადაასახლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოკეანეში მგზავრობისას გადასახლებულთა გარკვეული ნაწილი დაიღუპა. 2004 წლის მდგომარეობით მარიელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 42.504 ადამიანს.[1]

269 კმ² ფართობზე[2] მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 158,0 ადამიანს კმ²-ზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  2. Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07.