ნეოკლასიციზმი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიელკის თეატრი, ვარშავა
კარუსელის ტრიუმფალური თაღი
კანის მერია, XVIII საუკუნე

ნეოკლასიციზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.

ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.

ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი "მაღალ გემოვნებაში" მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.


სექციების სია

[რედაქტირება] მხატვრობა


[რედაქტირება] მახასიათებელი პრინციპები

  • სურათის ზოგადი პერპენდიკულარობა
  • მორალისტური თემა, ხშირად პროპაგანდისტულიც.
  • სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევა
  • ანტიკური საბერძნეთისას და რომის თემატიკა
  • ლოკალური ფერი, რომლის მიზანია პერსონაჟტა ჯგუფების გამოყოფა.
  • ხშირად დიქოტომიური კომპოზიციები
  • ზედმეტი ელემენტებისგან გათავისუფლება


[რედაქტირება] მნიშვნელოვანი ტილოები


[რედაქტირება] მოქანდაკეები

[რედაქტირება] არქიტექტურა

მონტჩელო, ა.შ.შ, (ჯეფერსონი, ტომას)
შოტლანდიის სამეფო აკადემია

ნეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერზნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.

ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:

  • პალადიანიზმის ფაზა, ჱველაზე ძველი, რომელიც განვითარდა დიდი ბრიტანეთის სოფლებში ინიგო ჯონსისა და კრისტოფერ ვრენის გავლენით. იგი უფრო განცალკევებულ, სოფლის ნაგებობებს ეხება.
  • Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე სენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს.
  • ფრანგული რევოლუციის სტილი.
  • იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში: რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა. ეს არის ნეოკლასიციზმის გვიანი ფაზა, რომელსაც ინგლისურ არქიტექტურაში ეწოდა Stule Regency, ხოლო გერმანულში - Biedermeier.


[რედაქტირება] ნეოკლასიკოსი არქიტექტორები


[რედაქტირება] ლიტერატურა

ლიტერატურაში ნეოკლასიციზმი განვითარდა პირველი მსოფლიო ომის შემდგე ულტრა-რომანტიკული მიმდინარეობების საპირისპიროდ. მას ახასიათება მორალის ქადაგება, ემოციების სეკავება, რელიგიისადმი დაბრუნება და რეაქციონერული პოლიტილური იდეოლოგია. ამ მიმდინარეობის მტავარი წარმომადგენლები ლიტერატურაში არიან: ტ. ს. ელიოტი და ლევისი.


პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე