სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი
San Antonio de los Baños
|
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი (ესპ. San Antonio de los Baños) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დაახლოებით 25 კილომეტრში. გაშენებულია მდინარე არიგუანაბოს ნაპირებზე. დაარსდა 1802 წელს.[1] ფართობი 127 კმ². 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 46,300 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 364,6 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქში არის 39 სკოლა და 600-მდე პედაგოგი ასევე ბიბლიოთეკები. 1987 წელს აქ გაიხსნა საერთაშორისო კინოსკოლა და ტელევიზია. სიახლოვეს მდებარეობს სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის აეროდრომი.[2]
მოჰყავთ ძირითადად თამბაქო, შაქრის ლერწამი და ანანასი. განვითარებულია ტურიზმი. არის თერმული წყაროები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი — ბრიტანიკა (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Guije.com. სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
- ↑ ან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი
|
|||||||