ბეხუკალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუნიციპალიტეტი
ბეხუკალი
Bejucal
|
ბეხუკალი (ესპ. Bejucal) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში.
დაარსდა 1874 წელს. ცნობილია 1831 წელს აშენებული რკინიგზის ტერმინალით, რომელიც პირველი იყო კუბასა და მთელს ლათინურ ამერიკაში. ასევე მასპინძლობს კუბის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრადიციულ კარნავალს „ჩარანგას დე ბეხუკალი“ (Charangas de Bejucal).
სექციების სია |
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 25 425 ადამიანს შეადგენდა.[1] 120 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 211,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]
გამოჩენილი მაცხოვრებლები [რედაქტირება]
ბეხუკალის ამჟამინდელ თუ წარსულში მაცხოვრებელ გამოჩენილ ადამიანთა შორის არიან:
- ენდი გარსია — მსახიობი, დაიბადა და 5 წლის ასაკამდე ცხოვრობდა ბეხუკალში.
- ალბიო სირესი — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი რაიონიდან.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||