ვარადერო
|
ქალაქი
ვარადერო
Varadero
|
ვარადერო (ესპ. Varadero) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. წარმოადგენს კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ უმსხვილეს საკურორტო ზონას.
ქალაქს ეწოდება აგრეთვე პლაია-ასული, რაც ესპანურად „ცისფერ პლაჟს“ ნიშნავს. ვარადერო მდებარეობს იკაკოსის ნახევარკუნძულზე, კარდენასის ყურესა და ფლორიდის სრუტეს შორის. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს აღმოსავლეთით 140 კილომეტრში, ვია-ბლანკას გზატკეცილის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ნახევარკუნძულის უდიდესი სიგანე მხოლოდ 2,5 კილომეტრია, რომლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე წარმოდგენილია ნაკრძალი და პირველყოფილი ტყეები პლაჟებთან ერთად. იკაკოსის პარკის ფართობია 3,12 კმ², შეიქმნა 1974 წელს. ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში არის აეროპორტი. პირველად ვარადერო მოიხსენიება 1555 წელს. 1872 წლიდან მოქმედებს როგორც კურორტი. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის ინტენსიური განვითარება. სანაპირო თეთრი ფერის ქვიშის პლაჟია. 1870-იან წლებში პირველად მოინახულეს როგორც კურორტი, ხოლო 1915 წელს აშენდა პირველი სასტუმროები. კურორტს არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის იყო მაგალითად ალ კაპონე.[1] ფართობი 32 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით ვარადეროში ცხოვრობდა 20,000 ადამიანი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Varadero. http://www.netssa.com/varadero.html
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07.
|
|||||||