კამაგუეის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | კამაგუეი |
| მოსახლეობა (2004) | 786 657 |
| სიმჭიდროვე | 50,37 კაცი/კმ² |
| ფართობი | 15 615 კმ² |
| დროის სარტყელი | |
| სატელეფონო კოდი | +53-32 |
| Camagüey Province | |
კამაგუეის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, უდიდესი ქვეყნის სხვა პროვინციებს შორის. დედაქალაქია კამაგუეი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — ფლორიდა და ნუევიტასი.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
კამაგუეის რელიეფი ძირითადად დაბლობია, მის ტერიტორიას არ კვეთს მნიშვნელოვანო გორაკები და მთის მასივები. სამხრეთი სანაპირო ხასიათდება მრავალი პატარა კუნძულით (კაი), ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ კი მდებარეობს ხარდინეს-დელ-რეისა და საბანა-კამაგუეის არქიპელაგები.
ორივე სანაპირო მდიდარია ქვიშიანი პლაჟებით. მიუხედავად დიდი ტურისტული პოტენციალისა, იგი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, გარდა ჩრდილოეთით მდებარე სანტა-ლუსიას პლაჟისა.
[რედაქტირება] ეკონომიკა
კამაგუეის ეკონომიკა ძირითადად მესაქონლეობასა და შაქრის ლერწამს ეფუძნება. პროვინცია ცნობილია მისი კოვბოის კულტურითა და ხშირი როდეოებით. მოყავთ ბრინჯი და მისდევენ მექათემობასაც, ასევე არსებობს ციტრუსების ინდუსტრია. დედაქალაქში მდებარეობს კუნძულზე არსებული სულ რამდენიმე ლუდსახარშების მნიშვნელოვანი ნაწილი.
[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები
პროვინცია შედგება 13 მუნიციპალიტეტისაგან:
| მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) |
ფართობი (კმ²) |
მდებარეობა |
|---|---|---|---|
| კამაგუეი | 324,921 | 1,106 |
/ |
| კარლოს-მანუელ-დე-სესპედესი | 25,707 | 653 |
/ |
| ესმერალდა | 29,953 | 1,480 |
/ |
| ფლორიდა | 73,612 | 1,800 |
/ |
| გუაიმარო | 57,086 | 1,847 |
/ |
| ხიმაგუაიუ | 21,169 | 799 |
/ |
| მინასი | 38,517 | 1,015 |
/ |
| ნახასა | 16,470 | 921 |
/ |
| ნუევიტასი | 44,882 | 415 |
/ |
| სანტა-კრუს-დელ-სური | 51,335 | 1,122 |
/ |
| სიბანიკუ | 31,117 | 736 |
/ |
| სიერა-დელ-კუბიტასი | 18,589 | 549 |
/ |
| ვერტიენტესი | 53,299 | 2,005 |
/ |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ესპანური) კამაგუეის პორტალი
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||