შვიდწლიანი ომი
| შვიდწლიანი ომი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
| მხარეები | |||||||||
| მეთაურები | |||||||||
|
|||||||||
შვიდწლიანი ომი (1756 – 1763), გლობალური სამხედრო კონფლიქტი, გამოირჩეოდა დიდი მასშტაბურობით, ვინაიდან მასში ჩამბული იყო იმ დროის ზესახელმწიფოთა უმეტესობა. შვიდწლიანი ომი მიმდინარეობდა როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, კარიბის აუზში, ინდოეთში, ფილიპინებში.
სექციების სია |
წინაპირობები [რედაქტირება]
XVIII საუკუნის 50-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობამ მათი ორ მტრულ კოალიციად დაჯგუფება განაპირობა. ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი და საქსონია ინგლისსა და პრუსიას დაუპირისპირდა. 1756 წელს მათ შორის ე.წ. შვიდწლიანი ომი (1756–1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა.[1]
მიმდინარეობა [რედაქტირება]
მოწინააღმდეგეთათვის გაერთიანების საშუალება რომ არ მიეცა, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ყველას დაასწრო და 1756 წლის 29 აგვისტოს საქსონიას დაესხა თავს. საქსონიის კურფიურსტი პოლონეთში გაიქცა, ფრიდრიხმა საქსონია დაიპყრო.[2]
შვიდწლიან ომში სრულად გამოვლინდა ფრიდრიხ II-ის სამხედრო ნიჭი. სწრაფი მანევრებით ის ასწრებდა ყოველი მხრიდან მოძალებული მტრისგან საზღვრების დაცვას და, ამავე დროს, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ პრუსია მოწინააღმდეგეებთან შედარებით პატარა სახელმწიფო იყო და უთანასწორო ბრძოლაში მისი ძალები მალე ამოიწურა. 1759 წლის ბრძოლაში რუს–ავსტრიელთა 58–ათასიანმა არმიამ სასტიკად დაამარცხა პრუსიის 40–ათასიანი ჯარი. პრუსია მხოლოდ მოკავშირეთა შორის უთანხმოებას გადაარჩინა. მან ძალების შემოკრება შეძლო, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო. რუსებმა აღმოსავლეთ პრუსია, ავსტრიელებმა კი სილეზია დაიკავეს. პრუსია კატასტროფისაგან 1761 წელს რუსეთის იმპერატორ ელისაბედ I-ის გარდაცვალებამ იხსნა. რუსეთში პეტრე III გამეფდა, რომელმაც პრუსიას ზავი დაუდო და რუსეთის ჯარი პრუსიიდან გაიყვანა.ამის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერას მოკლებული ავსტრიაც იძულებული შეიქნა ზავი დაედო პრუსიასთან. ზავის შედეგად პრუსიამ ავსტრიისაგან სილეზია დაიბრუნა.
ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში – ამერიკასა და ინდოეთში გაიშალა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებას მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისის კოლონიების მხარდაჭერამ, საფრანგეთის სამფლობელო კვებეკი (კანადა) კოლონისტთა შეიარაღებულმა ძალებმა და ინგლისის ჯარმა დაიკავა.
ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის წარმატებებიც, რომლებიც ინგლისელებმა ინდოეთში მოიპოვეს. ენერგიული მოქმედებით მათ ხელთ იგდეს ბომბეი, მადრასი და კალკუტა.
1763 წლის პარიზის ზავით საფრანგეთმა დათმო კანადა და მისისიპის აღმოსავლეთი სანაპიროები. ინდოეთში საფრანგეთმა მთელი სამფლობელოები დაკარგა, ზოგიერთი სავაჭრო დანიშნულების უმნიშვნელო პუნქტის გარდა. ინგლისისა და საფრანგეთის ბრძოლა კოლონიებისათვის საფრანგეთის სრული მარცხით დამთავრდა.[3]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მერვე კლასის სახელმძღვანელო, – გვ. 78, თბ., "კონა", 2001.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ომის ქრონოლოგია.
- ↑ Dull, Jonathan R. The French Navy and the Seven Years' War. University of Nebraska Press, 2005. - გვ. 71.
- ↑ Treaty of Paris (1763).