მელენა-დელ-სური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუნიციპალიტეტი
მელენა-დელ-სური
Melena del Sur
|
მელენა-დელ-სური — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში. პირველი დასახლებები 1768 წელს დაარსდა. 2010 წლამდე მიეკუთვნებოდა ლა-ჰაბანის პროვინციას.
ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სან-ხოხე-დე-ლას-ლახასის, აღმოსავლეთით — გუინესის, დასავლეთით კი ბატაბანოს მუნიციპალიტეტები. მის ფარგლებში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის — მაიაბეკეს შესართავი.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2009 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 20 646 ადამიანს შეადგენდა.[1] 227 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 91 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||