სიეგო-დე-ავილის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | სიეგო-დე-ავილა |
| მოსახლეობა (2004) | 416 370 კაცი |
| სიმჭიდროვე | 61,38 კაცი/კმ² |
| ფართობი | 6 783,13 კმ² |
| Ciego de Ávila Province | |
სიეგო-დე-ავილის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც ძველად კამაგუეის პროვინციის ნაწილი იყო. დედაქალაქია სიეგო-დე-ავილა, რომელიც გაშენებულია კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალზე, სიდიდით მეორე ქალაქია მის ჩრდილოეთით მდებარე მორონი.
კამაგუეის პროვინციისგან გამოყოფილ იქნა 1975 წელს.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
პროვინციის ჩრდილოეთ სანაპიროს სიახლოვეს, განლაგებულია ხარდინეს-დელ-რეის-არქიპელაგის რამდენიმე მცირე კუნძული, სადაც განვითარებულია საკურორტო ტურიზმი, მათ შორის უმთავრესებია კაიო-კოკო და კაიო-გილერმო.
ქალაქ მორონსა და ჩრდილოეთ სანაპიროს შორის მდებარეობს რამდენიმე ტბა, მათ შორის ლაგუნა-დე-ლეჩე (რძის ტბა, ეწოდა წყლის თეთრი ფერის გამო, რაც გამოწვეულია კალციუმის ოქსიდის მაღალი შემცველობით), რომელიც უდიდესი ბუნებრივი ტბაა კუბაში.
ეკონომიკა [რედაქტირება]
პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მისდევენ მესაქონლეობას, მთელი პროვინციის მასშტაბით კი შაქრის ლერწმის, ანანასისა და ციტრუსების მოყვანას.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
სიეგო-დე-ავილის პროვინცია 10 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
| მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) |
ფართობი (კმ²) |
მდებარეობა |
|---|---|---|---|
| ბარაგუა | 32,408 | 728 |
/ |
| ბოლივია | 16,612 | 918 |
/ |
| ჩამბასი | 39,868 | 769 |
/ |
| სიეგო-დე-ავილა | 135,736 | 445 |
/ |
| სირო-რედონდო | 29,560 | 588 |
/ |
| ფლორენცია | 19,811 | 286 |
/ |
| მახაგუა | 26,617 | 544 |
/ |
| მორონი | 60,612 | 615 |
/ |
| პრიმერო-დე-ენერო | 27,813 | 713 |
/ |
| ვენესუელა | 27,333 | 716 |
/ |
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||