ოტავა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
ოტავა
Ottawa
OttawaCollage.png
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
პროვინცია ონტარიო
კოორდ. 45°25′15″ ჩ. გ. 75°41′24″ დ. გ. / 
მერი ლარი ო'ბრაიენი
ფართობი 2,778.64 კმ²
მოსახლეობა 812,129 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 292.3 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ტელ. კოდი 613, 343
საფოსტო ინდექსი K0A, K1A-K4C
ოფიციალური ვებ-გვერდი http://ottawa.ca/

ოტავა მდებარეობა კანადა

Red pog.svg

ოტავა მდებარეობა ონტარიო

Red pog.png

ოტავა (ინგლ. Ottawa, ფრანგ. Ottawa) — კანადის დედაქალაქი, მდებარეობს ონტარიოს პროვინციაში მდინარე ოტავაზე და რიდოს არხზე, რომელიც ქალაქს ჰყოფს ორ ნაწილად: ზედა და ქვედა ოტავად. ქალაქში მდებარეობს კანადის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია, რიდოს ჰილი, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ადგილსამყოფელი.

სექციების სია

ისტორია [რედაქტირება]

ერთიანი კანადის დედაქალაქად გამოაცხადა 1857 წელს ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ. ქალაქი კი დაარსდა 1827 წელს და თავდაპირველად ცნობილი იყო ბაუთაუნის სახელით (რიდოს არხის მშენებლის ჯონ ბაიას პატივსაცემად). 1855 წლიდან უკვე ამ ქალაქს ჰქვია ოტავა, რაც ადგილობრივი ინდიელთა ენაზე გაცვლას ნიშნავს.

მოსახლეობა [რედაქტირება]

2006 წლის აღწერის მიხედვით, კანადის დედაქალაქში ცხოვრობს 875,000 ადამიანი, მას მოსახლეობის თვალსაზრისით მეოთხე ადგილი უკავია კანადაში. ოტავის მოსახლეობის ძირითად შემადგენლობას შეადგენენ: კანადელები, ფრანგები და ინგლისელები, აქ აგრეთვე სახლობენ სხვა ეროვნების ხალხიც, თუმცა მათი რიცხვი მცირეა.

კულტურა [რედაქტირება]

ოტავას კანადაში უდიდესი კულტურული ფუნქციები აკისრია, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და გალერეა. მათგან აღსანიშნავია კანადის ეროვნული გალერეა, სადაც დაცულია მრავალი უნიკალური შედევრი. ოტავა ფესტივალების ქალაქია. ოტავის ფესტივალებიდან ყველაზე ცნობილია გაზაფხულის ტიტების ფესტივალი, რომელიც სათავეს იღებს 1945 წლიდან, სწორედ ამ წელს ჰოლანდიამ კანადას გამოუგზავნა 100 000 ტიტის ბოლქვი და ამით გამოხატა ამ ქვეყნის დახმარება მეორე მსოფლიო ომში ჰოლანდიისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება აღლუმები და კონცერტები.

კლიმატი [რედაქტირება]

წლიური ამინდი — ოტავა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 12 (54) 12.4 (54) 26.7 (80) 31.1 (88) 32.8 (91) 36.1 (97) 36.7 (98) 37.8 (100) 35 (95) 27.8 (82) 23.9 (75) 16.3 (61) 37.8 (100)
საშუალო მაღალი °C (°F) -6.1 (21) -4.1 (25) 2.2 (36) 10.8 (51) 19.1 (66) 23.8 (75) 26.5 (80) 24.9 (77) 19.5 (67) 12.5 (55) 4.8 (41) -3 (27) 10.9 (52)
საშუალო დაბალი °C (°F) -15.3 (4) -13.3 (8) -7.1 (19) 0.6 (33) 7.7 (46) 12.7 (55) 15.4 (60) 14.1 (57) 9.1 (48) 3 (37) -2.8 (27) -11.1 (12) 1.1 (34)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -35.6 (-32) -36.1 (-33) -30.6 (-23) -16.7 (2) -5.6 (22) -0.1 (32) 5 (41) 2.6 (37) -3 (27) -7.8 (18) -21.7 (-7) -34.4 (-30) -36.1 (-33)
ნალექი მმ (დიუმი) 25.2 (1) 17.6 (0.7) 36.3 (1.4) 60.5 (2.4) 78.4 (3.1) 85 (3.3) 90.6 (3.6) 87.1 (3.4) 85.3 (3.4) 74.9 (2.9) 59.8 (2.4) 31.3 (1.2) 732 (28.8)
წყარო: [1] 2009-02-08

დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოტავა&oldid=2370792-დან“