ბასტერი
|
ბასტერი
Bassterre
|
ბასტერი (ინგლ. Bassterre, სენტ-ქრისტოფერი), — სენტ-კიტსი და ნევისის დედაქალაქი. 2005 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 15 500 ადამიანს შეადგენს. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური, ზღვის მეშვეობით ხორციელდება დაკავშირება ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ სენტ-კიდსისთან. ეს ქალაქი სენტ-ჯორჯ-ბასტერის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული პუნქტია, ბასტერიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სენტ-პიტერ-ბასტერის ოლქი.
ბასტერი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი მთელს მცირე ანტილის ტერიტორიაზე.
ბასტრეი პირველად აღმოჩენილი იქნა 1627 წელს ფრანგების მიერ. ეს ადგილი ფრანგული კოლონიის სენტ-ქრისტოფერის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1727 წლიდან ფრანგი კოლონისტები ინგლისელებმა შეცვალეს. ქალაქ ბასტერს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორია, სხვა კარიბულ დედაქალაქებთან შედარებით. აქ მრავალი წელი გრძელდებოდა კოლონისტთა შორის ბრძოლები და დაპირისპირებები, ხშირი იყო მიწისძვრები და საჭმლის დეფიციტი. ეს ყველაფერი ადგილობრივ მცხოვრებლებზე ტრაგიკულად მოქმედებდა.