მარიანაო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუნიციპალიტეტი
მარიანაო
Marianao
|
მარიანაო (ესპ. Marianao) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. მდებარეობს ჰავანიდან 6 მილით სამხრეთ-დასავლეთით და მასთან დაკავშირებულია მარიანაოს რკინიგზით. დაარსდა 1830 წელს. მარიანაო შემაღლებულ ადგილას მდებარეობს, ზღვის დონიდან 1500 ფუტზე, შესაბამისად გამოირჩევა ჯანსაღი ჰაერით.
ჰავანის ზრდასთან ერთად, 1930-1940-იან წლებში მარიანაო მისი ერთ-ერთი გარეუბანი გახდა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია კუბელი ფიზიკოსის, დოქტორ კარლოს ფინლეის საპატივსაცემო მონუმენტი.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- details of municipality (Spanish)
|
|||||