სან-მიგელ-დელ-პადრონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუნიციპალიტეტი
სან-მიგელ-დელ-პადრონი
San Miguel del Padrón
|
სან-მიგელ-დელ-პადრონი (ესპ. San Miguel del Padrón) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. იგი ჰავანის სამხრეთ-აღმოსავლეთი გარეუბანია.
ეს ვრცელი დემოგრაფიული არეალი 1940-იანი წლების ბოლომდე დაუსახლებელი იყო, მასიური დასახლება ადრეულ 60-იან წლებში დაიწყო. ამავე წლებში ის ადმინისტრაციულად გუანაბაკოის მუნიციპალიტეტს დაექვემდებარა.
1970-იან წლებში სან-მეგელ-დელ-პადრონი კუბის რაიონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი იყო, რაც განპირობებეული იყო შავი ბაზრის საქონლითა და სურსათ-სანოვაგით.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 159,273 ადამიანს შეადგენდა.[1] 26 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 6 125,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||