მატანსასის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინისტრაციული ცენტრი | მატანსასი |
| მოსახლეობა (2010) | 675 980 კაცი |
| სიმჭიდროვე | 57,27 კაცი/კმ² |
| ფართობი | 3 732,73 კმ² |
| სატელეფონო კოდი | +53-52 |
| Matanzas Province | |
მატანსასის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, სიდიდით მეორე ფართობის მხრივ. უდიდესი ქალაქებია კარდენასი, კოლონი, ხოველიანოსი და იგივე სახელწოდების დედაქალაქი — მატანსასი. ასევე გამორჩეულია საკურორტო ქალაქი ვარადერო.
კუბის პროვინციებსა შორის, მატანსასი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინდუსტრიალიზებულია, ნავთობის ჭაბურღილებით, ქარხნებით და 21 შაქრის გადამამუშავებელი ფაბრიკით, რომელიც პროვინციის მინდვრებზე მოწეულ შაქრის ლერწამზე მუშაობს.
სექციების სია |
გეოგრაფია[რედაქტირება]
ქვეყნის სიდიდით მეორე პროვინცია გამოირჩევა ვაკე რელიეფით, მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 380 მეტრზე მდებარეობს.
ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო ძირითადად კლდოვანია, მცირე რაოდენობის პლაჟებით, მაშინ როცა ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო მდიდარია პატარა კუნძულებით და მანგროს ტყეებით სანაპიროს გასწვრივ. აქვე მდებარეობს კუბის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი, იკაკოსის ნახევარკუნძულზე.
სამხრეთ სანაპიროს გააჩნია კუბისათვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები: უზარმაზარი საპატის ჭაობი, რომელიც ფარავს როგორც პროვინციის სამხრთ ნაწიულს, ისე საპატის ნახევარკუნძულს.
მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]
1976—2010 წლებში მატანსასი 14 მუნიციპალიტეტად იყოფოდა.[1] 2011 წლიდან კი ვარადეროს მუნიციპალიტეტი გაუქმდა და კარდენასს შეუერთდა. შედეგად, პროვინცია ამჟამად 13 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
| მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) |
ფართობი (კმ²) |
მდებარეობა |
|---|---|---|---|
| კალიმეტე | 29,736 | 958 |
/ |
| კარდენასი | 103,087 | 566 |
/ |
| სიენაგა-დე-საპატა | 8,750 | 4,320 |
/ |
| კოლონი | 71,579 | 597 |
/ |
| ხაგუეი-გრანდე | 57,771 | 882 |
/ |
| ხოველიანოსი | 58,685 | 505 |
/ |
| ლიმონარი | 25,421 | 449 |
/ |
| ლოს-არაბოსი | 25,702 | 762 |
/ |
| მარტი | 23,475 | 1,070 |
/ |
| მატანსასი | 143,706 | 317 |
/ |
| პედრო-ბეტანკური | 32,218 | 388 |
/ |
| პერიკო | 31,147 | 278 |
/ |
| უნიონ-დე-რეიესი | 40,022 | 856 |
/ |
| ვარადერო | 24,681 | 32 |
/ |
წყარო: 2004 წლის აღწერის მონაცემები.[2] Area from 1976 municipal re-distribution.[3]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu. Municipalities of Matanzas. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-02.
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||