შინაარსზე გადასვლა

ზემო ხალაწნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხალაწნის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწნის ჩრდილოეთით 400 მეტრზე, ფერდობზე, ღამურაანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,7 X 4,9 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი ქვითა და დუღაბით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის კედლები 1,5-1.7 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ოდნავ ნალისებრი მოყვანილობის აფსიდი უჩვეულოდ ღრმაა. რის გამოც დარბაზის სიგანე რამდენადმე აღემატება მის სიგრძეს. საკურთხევლის ღერძზე შემორჩენილია სარკმლის კვალი.