შინაარსზე გადასვლა

აგარა (დაბა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგარა (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
აგარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი აგარა
კოორდინატები 42°02′10″ ჩ. გ. 43°49′30″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 43.82500° ა. გ. / 42.03611; 43.82500
ამჟამინდელი სტატუსი 1934
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3364[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 85,9 %
აზერბაიჯანელები 8,4 %
ოსები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 369[2]
საფოსტო ინდექსი 4500[3]
აგარა (დაბა) — საქართველო
აგარა (დაბა)
აგარა (დაბა) — შიდა ქართლი
აგარა (დაბა)
აგარა (დაბა) — ქარელის მუნიციპალიტეტი
აგარა (დაბა)

აგარა[4]დაბა ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ქვენატკოცა). მდებარეობს მტკვრისა და ძამის შესართავთან, ასევე მტკვრის და ფცის შესართავთან. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 640 მ-ზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება - ქვენატკოცა, სამხრეთით - სამწევრისი და ახალსოფელი, აღმოსავლეთით - დოღლაური, დასავლეთით - მოხისი და ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვარი. იგი მდებარეობს ქარელიდან 6 კმ-ის, ხოლო თბილისის ჩრდილო-დასავლეთით 100 კმ დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1934 წელს. აგარა ცნობილია თავისი შაქრის კომბინატით (შპს „ქართული შაქარი“). აქ არის აგრეთვე კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, განათლების და კულტურის ობიექტები, რკინიგზის სადგური.

სულხან-საბა ორბელიანს სიტყვა „აგარა“ განმარტებული აქვს, როგორც „სადგური საზაფხულო“, მაგრამ მოჰყავს მისი სხვა სინონიმიც - „ადგილი საყანური, გინა სავენახე, გინა დაბა“. დაბა აგარის სახელი ალბათ უფრო ამ უკანასკნელის შესატყვისია, ვინაიდან ნაკლებ სარწმუნოა, რომ გაშლილ ვაკეზე ოდესმე საზაფხულო აგარაკი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ უწინ დაბა აგარის მახლობლად მდებარე სოფელი დოღლაური აგარად იწოდებოდა. ასევე, ქარელის რაიონში (მდ. ძამის ხეობაში) ყოფილა სოფელი აგარა, რომელიც დღეს გაუქმებულია.

აგარას საფუძველი ჩაეყარა 1931 წ. შაქრის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშრებით. ის დაბად გადაკეთდა 1934 წ. XX ს. 90-იან წლებამდე აგარაში თავმოყრილი იყო ქარელის რაიონის მრეწველობის 70-80 %. მათ შორის იყო არა მხოლოდ შაქრის კომბინატი, არამედ საკონსერვო მრეწველობა, სარემონტო-მექანიკური ქარხნები და სხვ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 3364 ადამიანი.

ეროვნული შემადგენლობით 85,9 % - ქართველია; 8,4 % - აზერბაიჯანელია; ხოლო 1,9 % - ოსი.

მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 4521 - -
2002[5] 3545 - -
2014[1] 3364 1607 1757

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.