აბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
აბისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი აბისი
კოორდინატები 42°05′43″ ჩ. გ. 43°45′36″ ა. გ. / 42.0953528° ჩ. გ. 43.7601583° ა. გ. / 42.0953528; 43.7601583
ცენტრის სიმაღლე 670
მოსახლეობა 399[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98%)[2]
აბისი — საქართველო
აბისი
აბისი — შიდა ქართლი
აბისი

აბისი[3][4]სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, დოღლაურის ვაკეზე, მდ. ლოპანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ქარელი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბისისთავი, ბერძენაული). მდინარეების ლოპანისწყლისა და დასავლეთის ფრონეს შესართავთან. ზღვის დონიდან 670 მეტრი ქარელიდან 15 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 399 ადამიანი.

სოფელში ცხოვრობენ ლომიძეები, გოგალაძეები, ნადირაძეები, ცხვედაძეები, ლურსმანაშვილები და სხვა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 482 - -
2002[2] 517 259 258
2014[1] Decrease2.svg 399 212 187

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბისი პირველად 1633 წელს იხსენიება. ამ დროს იგი ავალიშვილების სამკვიდრო მამული იყო. XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII საუკუნის ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX საუკუნის ადმინისტრაციული დაყოფით გორის მაზრაში შედიოდა.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე დარბაზი და ნათლისმცემლის ეკლესია. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკური ნაგებობა, რომელსაც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებში ხისა იყო. ცენტრალური კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდილოეთიდან ახალ სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრეთიდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რომელიც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისაკენ მიემართება. 1754 წელს ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია. სოფლის განაპირას, სასაფლაოზე წმინდა მარინეს ერთნავიანი ეკლესია დგას. სტილისტიკური ნიშნებით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, შეკეთებულია XIX საუკუნეში და XX საუკუნის 70-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. მაკალათია, „ფრონის ხეობა“, თბ., 1963

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]