ბრეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′08″ ა. გ. / 42.08250° ჩ. გ. 43.90222° ა. გ. / 42.08250; 43.90222
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 899[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (97%)[2]
ბრეთი — საქართველო
ბრეთი
ბრეთი — შიდა ქართლი
ბრეთი

ბრეთისოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ცამეტი ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა დააარსა ეს მონასტერი. ეს არის პატარა სოფელი მდინარითა და ორი უძველესი ტაძრით. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესია-მონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი სავარაუდოდ მეექვსე საუკუნით თარიღდება. 2003 წელს, როდესაც მოახდინეს წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ზემოთ აღნიშნული გვირაბი იპოვეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს მასში შესვლა.

სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 899 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 146 585 561
2014[1] Decrease2.svg 899 455 444

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986