კეხიჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კეხიჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი კეხიჯვარი
კოორდინატები 42°00′16″ ჩ. გ. 43°51′04″ ა. გ. / 42.00444° ჩ. გ. 43.85111° ა. გ. / 42.00444; 43.85111
ცენტრის სიმაღლე 670
მოსახლეობა 919[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (90,6 %)
ოსები (7,6 %)[2]
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კეხიჯვარი — საქართველო
კეხიჯვარი
კეხიჯვარი — შიდა ქართლი
კეხიჯვარი

კეხიჯვარისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ვედრება, თათანაანთუბანი, კლდუ, კრობანი, სამწევრისი, სანებელი, ქობესაანთუბანი). მდებარეობს მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 670 მეტრი. ქარელიდან 6 კილომეტრი, აგარიდან 5,7 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 919 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1086 513 573
2014[1] Decrease2.svg 919 457 462

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეხიჯვარი ერთ-ერთი ძველი სოფელია ძამის ხეობაში. მისგან სამხრეთით 800 მ. მანძილზე მიკვლეულია ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, რომლისგან შემორჩენილია ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთები. სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას გვიანი ფეოდალური ხანის წმ. გიორგის სამლოცველო. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ძამის მარცხენა მხარეს არსებულ ზეგანზე მდებარეობს ძველი ყორღანი, რომელიც ამჟამად შეუსწავლელია.

ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიებულია XIV-XV ს.ს. მიჯნაზე. თავდაპირველად იგი ორბოძლელთა კუთვნილი მამული ყოფილა. მოგვიანებით ციციშვილების მფლობელობაში გადასულა. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მიერ 1467 წელს ზაზა ციციშვილისადმი მიცემულ წყალობის სიგელში იხსენიებიან კეხიჯვარში მცხოვრები გლეხები: მეთევზიშვილი და მათეშვილი. ციციშვილების გაყრის განჩინების თანახმად (1664-1673 წ.წ.) ციცის და ქაიხოსროს რგებიათ კეხიჯვარში მცხოვრები ეხტიბერიშვილი პაპინა. 1701 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში მოხსენიებულია კეხიჯვრელი პოღოზაშვილი ამირა.

XVIII-XIX ს.ს. მიჯნაზე კეხიჯვარი ისევე, როგორც მდ. ძამის ხეობის სოფლების უმრავლესობა, ლეკთა დაუსრულებელი თარეშის გამო მიტოვებული ყოფილა. მისი აღდგენა დაიწყო 1818 წლიდან. 1830 წელს აქ უკვე 33 კომლი (272 კაცი) ყოფილა, რომელთაგან 30 კომლი ციციშვილებს, მათ აზნაურ წინამძღვრიშვილებს და ფურცელაძეებს ეკუთვნოდათ, სამი კომლი კი სახაზინო გლეხი იყო.

კეხიჯვრის აღდგენა ძირითადად ქარელიდან გადმოსახლებული ხალხის ხარჯზე მომხდარა, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ, ლეკიანობის გამო ამავე სოფლიდან იყო აყრილი და გადასახლებული.

ესენი არიან:

სოფელი სახნავ-სათესით უზრუნველყოფილ ტერიტორიას წარმოადგენს. ამის გამო მისი დასახლება შემდგომ წლებშიც ინტენსიურად ხდებოდა. კერძოდ, 1830-1842 წ.წ. აქ გადმოსახლებულან:

1842-1859 წ.წ. მოსულან

1859-1873 წ.წ. გადმოსახლებულან

1886 წელს კეხიჯვრის მოსახლეობამ 105 კომლს მიაღწია, მცხოვრებთა რაოდენობამ კი 450 კაცს. სოფელში თავად-აზნაურობაც ბევრი ცხოვრობდა. ამ დროისთვის პრივილეგირებულთა ფენას შეადგენდა 149 კაცი, მათ შორის,

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]