ელბაქიანთკარი
სოფელი | |
---|---|
ელბაქიანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზღუდერი |
კოორდინატები | 41°56′32″ ჩ. გ. 43°44′13″ ა. გ. / 41.94222° ჩ. გ. 43.73694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 860 მ |
მოსახლეობა | 68[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (82,4 %) ოსები (17,6 %)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ელბაქიანთკარი (ყოფ. ელბაქიანი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 860 მეტრზე, ქარელიდან 18 კმ-ის დაშორებით.
ელბაქიანთკარსა და მის შემოგარენში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ძეგლი. სოფლის შუაში დგას ძლიერ დაზიანებული გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე, მდ. ორთუბნისწყლის აყოლებით, მთის ფერდობზე აღმართულია XVIII–XIX საუკუნეების იოანე მახარებლის ერთნავიანი ეკლესია, ასევე სამხრეთით, მდ. ძამის ხეობაში, მთის ფერდობზე, განვითარებული შუა საუკეების მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 68 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 116 | 57 | 59 |
2014[1] | 68 | 39 | 29 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 85.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 614.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|