ფცა (მდინარე)
იერსახე
| ფცა | |
|---|---|
|
მდინარე ფცა ქვენატკოცასთან | |
| სხვა სახელი | ფცის ფრონე, ფცის წყალი |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ქარელის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
შუა და დასავლეთის ფრონის შეერთება 42°05′14″ ჩ. გ. 43°46′28″ ა. გ. / 42.0874778° ჩ. გ. 43.7745194° ა. გ. |
| შესართავი |
მტკვარი 42°02′31″ ჩ. გ. 43°52′27″ ა. გ. / 42.0421917° ჩ. გ. 43.8743222° ა. გ. |
| სიგრძე | 10,8 კმ |
| აუზის ფართობი | 719 კმ² |
| მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 12,5 მ³/წმ |
|
| |
ფცა — მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოიქმნება მდინარეების შუა ფრონისა და დასავლეთის ფრონის შეერთებით, ერთვის მტკვარს მარცხნიდან. საკუთრივ ფცის სიგრძეა 10,8 კმ. აუზის ფართობი — 719 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზმთარში. საშუალო წლიური ხარჯი 12,5 მ³/წმ.[2] ფცას მის შემდგენელებთან ერთად მოსახლეობა ფცის წყალს ან ფცის ფრონესაც უწოდებს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 171.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 3, ISBN 5-520-00154-5.