გვერძინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გვერძინეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ზღუდერი
კოორდინატები 41°56′04″ ჩ. გ. 43°43′00″ ა. გ. / 41.93444° ჩ. გ. 43.71667° ა. გ. / 41.93444; 43.71667
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 92[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92,4 %
ოსები 4,3 %
სომხები 3,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გვერძინეთი — საქართველო
გვერძინეთი
გვერძინეთი — შიდა ქართლი
გვერძინეთი
გვერძინეთი — ქარელის მუნიციპალიტეტი
გვერძინეთი

გვერძინეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ძამის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ქარელიდან 21 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერძინეთი (საისტორიო წყაროებში გვეძინეთი) პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. სოფელი ციციშვილთა საკუთრება იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში აქ 30-მდე კომლი ცხოვრობდა და ეკონომიკურად საკმაოდ ღონიერ სოფლად ითვლებოდა. 1695 წელს ნოდარ ციციშვილმა ქართლის მეფეს გიორგის უღალატა და ერეკლე I-ს (ნაზარ-ალი-ხანს) მიემხრო. გიორგიმ მოღალატე მოახრჩობინა და საციციანო ნოდარის ძეს ფარსადან ციციშვილს მიაკუთვნა. გიორგისა და ერეკლეს შორის ბრძოლა გაგრძელდა. ამ ბრძოლაში ერეკლეს ქაიხოსრო ციციშვილი მიემხრო, რომელმაც სოფელ გვერძინეთთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხა გიორგის მომხრე ფარსადანი და საციციანო დაისაკუთრა.

XVI-XVIII საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სოფელი გვერძინეთი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ციციშვილთა) სადროშოში შედიოდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 117 63 54
2014[1] 92 49 43

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]