შინაარსზე გადასვლა

ზემო ხვედურეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ხვედურეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხვედურეთი
კოორდინატები 41°59′05″ ჩ. გ. 43°55′25″ ა. გ. / 41.98472° ჩ. გ. 43.92361° ა. გ. / 41.98472; 43.92361
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1188[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
ოსები 1,2 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ხვედურეთი — საქართველო
ზემო ხვედურეთი
ზემო ხვედურეთი — შიდა ქართლის მხარე
ზემო ხვედურეთი
ზემო ხვედურეთი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ზემო ხვედურეთი

ზემო ხვედურეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ხვედურეთი, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა, ქვემო ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, ჭანდრები, ხეობა).

მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდინარე ხვედრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, ქარელიდან 6 კმ-ში.

ზემო ხვედურეთის და ქვემო ხვედურეთის ძველი საერთო სახელწოდებაა ხვედურეთი. ხვედურეთი და ხვედურეთის ხევი პირველად იხსენიება სვეტიცხოვლისადმი დავით მეფის 1355 წლის სიგელში. გვიანდელ შუა საუკუნეებში ის ციციშვილების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

სოფლის სამხრეთით დაახლ. 1,5 კმ-ზე, მთის ფერდობზე გვიანდელი შუა საუკუნეების წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიაა. ზემო ხვედურეთში ციციაანთ ეკლესიიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. სოფელში არის ასევე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ელბაქიანის წისქვილი და საბჭოთა პერიოდის II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1188 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]1548752796
2014[1] 1188575613