კლდუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კლდუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი კეხიჯვარი
კოორდინატები 41°58′57″ ჩ. გ. 43°51′06″ ა. გ. / 41.98250° ჩ. გ. 43.85167° ა. გ. / 41.98250; 43.85167
ცენტრის სიმაღლე 870
მოსახლეობა 20[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (60 %)
ოსები (40 %)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კლდუ — საქართველო
კლდუ
კლდუ — შიდა ქართლი
კლდუ
კლდუ — ქარელის მუნიციპალიტეტი
კლდუ

კლდუსოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის თემი). ხრიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 870 მეტრი, ქარელიდან 8 კილომეტრი. XX საუკუნის 90-იან წლებამდე ცხოვრობდა 60-70 ოჯახი (ძირითადად ეთნიკური ოსები). 2008 წლის მონაცემებით ცხოვრობს 15 ოჯახი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. სოფლის ტერიტორიაზე სამი ეკლესიის ნანგრევებია. მიკვლეულია აგრეთვე გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტები. სოფლიდან 6 კილომეტრის მოშორებით არის სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც აღევლინება წირვა-ლოცვა, მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 20 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 25 13 12
2014[1] 20 8 12

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კლდუ&oldid=4378286“-დან