ომარ კილასონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ომარ რევაზის ძე კილასონია — ქარელის რაიკომის პირველი მდივანი 1978-1989 წწ. დაიბადა 1941 წ. 2 მაისს

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. 1959 წლიდან კოლმეურნე, 1965 წლიდან ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი საცდელი სადგურის მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე, დირექტორი.

პარტიული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკკპ წევრი 1970 წლიდან. 1974 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსტრუქტორი. 1977 წლიდან საქართველოს კომპარტიის ქარელის რაიკომის მეორე მდივანი, ხოლო 1978 წლიდან პირველი მდივანი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

ნაშრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ქარელი ისტორიის ანალებში"

შესავლიდანვე ჩანს, რომ წიგნში მოთხრობილია ქარელის რაიონის თითოეული სოფლის ისტორია, რომელსაც რაიკომის მდივნად მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროებში გასცნობია ავტორი. წიგნი მნიშვნელოვანი დოკუმენტური წყაროა ამჟამად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მდგომარეობის, მოსახლეობის, გვარების და ა.შ. შესასწავლად.